NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მეზღაპრედ ცნობილი რეჟისორი დღეს 68 წლის გახდა

მეზღაპრედ ცნობილი რეჟისორი დღეს 68 წლის გახდა

25 სექ 2017 ახალი ამბები, კულტურა, მსოფლიო 1068 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ახალგაზრდობიდანვე დიდი მეზღაპრე ვიყავი. ისედაც კარგად ნაცნობ ისტორიებს, რომელთაც ეკრანზე ვხედავდით, ახალ დასასრულს ვუგონებდი ხოლმე. კინოთეატრიდან ჩემს დებთან ერთად რომ გამოვდიოდი, ფილმის სიუჟეტს ხელახლა ვქმნიდი და ვუყვებოდი და ეს მათ ძალიან სიამოვნებდათ”, – ასე იგონებს ბაშვობის წლებს დიდი ესპანელი რეჟისორი , ტომრლიც დღეს  68 წლის გახდა . (დაიბადა 1951 წლის 25 სექტემბერს კალსადა-დე-კალატრავაში, კასტილ-ლა-მანჩას პროვინციაში)

 

Image result for pedro almodovar penelope cruz

 

საშუალო განათლება მან სალესიელ მამათა სკოლაში მიიღო. 1968 წელს პედრო საცხოვრებლად მადრიდში  გადავიდა, სადაც 12 წელი სამსახურს სამსახურზე იცვლიდა, ხოლო საბოლოოდ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში „ტელეფონიკა“-ში დაფუძნდა. ამავე დროს ხდება თეატრალური ჯგუფის «Los Goliardos» წევრი, სადაც მცირე როლებს ასრულებს და პირველად ხვდება კარმენ მაურას. ამ პერიოდში ის იწყებს მცირე მოთხრობების წერას, რომელიც სხვა ავტორებთან ერთად ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. 80-იან წლებში კი პედრომ და მისმა ძმამ გუსტინ ალმადოვარმა ჩამოაყალიბეს კინოსტუდია “ელ დესეო”, სადაც დღემდე იქმნება პედროს შედევრები.

 

 

1980 წელს პედრო ალმადოვარი იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს  “პეპი, დუსი, ბომი და სხვა მსგავსი გოგონები”. ფილმს წელიწადზე მეტ ხანს იღებდნენ. გადაღებისთვის საჭირო ერთი მილიონი პესეტა თეატრალური ჯგუფის წევრებმა, ფელიქს ტოტატეტამ და კარმენ მაურამ იშოვეს, მოწყობილობა კი მეგობრებისგან ითხოვეს. მიუხედავად ამისა, სახსრების სიმწირე მოქმედების თავისუფლების საშუალებას იძლეოდა. ფილმი მყისვე გახდა პოპულარული დამოუკიდებელ წრეებში და კინოთეატრთა ქსელ „ალფავილის“ მნახველთა შორის, სადაც ის ღამის სეანსებზე გადიოდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.

 

Image result for pedro almodovar

 

 

ალმადოვარს პირველი მსოფლიო წარმატება მოუტანა ფილმმა  “რატომ დავიმსახურე ეს?”. 1999 წელს ალმადოვარი იღებს ფილმს “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, რომელმაც მრავალ ეროვნულ პრემიასთან ერთად მოიპოვა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. რეჟისორი 2002 წელს იღებს “ესაუბრე მას”, რომელმაც კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პრემია და “ოსკარიც” მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.

 

 

 

„შეწყვეტილი ამბორი“ გამოვიდა ესპანეთში 2009 წლის 18 მარტს, იგი არის რეჟისორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი. კინოფილმში ირღვევა ტრადიცია და მთავარი გმირი არის მამაკაცი, რომელმაც ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა თვალის ჩინი და შეწყვიტა სარეჟისორო მუშაობა. ფილმში ერთმანეთში ირევა აწმყო და წარსული, მეთოდი კი კიდევ უფრო ართულებს ფილმის სტრუქტურას და უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს მაყურებლისაგან.

 

Image result for pedro almodovar

 

პედრო ალმადოვარის ფილმებს სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ შედევრები. მისი ფილმები მწვავე სოციალურ პრობლემებზე მოგვითხრობს. ალმადოვარის ბევრი ფილმი ასახავს სექსუალური უმცირესობების ყოფას და ტრაგედიას. ტრაგედიების გადასაღებ წყაროს კი მამაკაცებში პოულობს. უბრალო დაკვირვებითაც კი მიხვდებით, რომ მისი ფილმების უმეტესი ნაწილი ტრაგედიისკენ იხრება. მას უყვარს, როცა მამაკაცები კოცნიან ერთმანეთს და ამის გამო ქალები ტირიან, შვებად კი ნარკოტიკებს და სამზარეულოს იყენებენ და სუიციდზე ფიქრობენ. თუმცა არავის შეუძლია თქვას, რომ ალმოდოვარს ქალები არ უყვარს: ყველაზე მეტად იცის ქალური საიდუმლოებები და მათ ფეხაკრეფით ეპარება, თან ისე, რომ ყველა ქალის გულის გასაღები ჯიბეში უდევს.

„მამაკაცები, როგორც პერსონაჟები, მაშინებენ. ყოველთვის არის საშიშროება,საკუთარ თავს მიამსგავსო რომელიმე. თანაც,რვა წლამდე მე ქალების გარემოცვაში გავიზარდე.შეიძლება ამიტომაცაა, რომ ძლიერ სქესს ჩემს ფილმებში სწორედ ქალი გამოხატავს. მამაკაცი კი,როგორც წესი, ნაძირალას განასახიერებს.“ – პედრო ალმადოვარი 

 

 პედროს გამონათქვამები:

“ყველა ჩემი ფილმი ავტობიოგრაფიულია, რადგან მათ უკან მე ვდგავარ და ისინი ჰგვანან ჩემი ცხოვრების ისტორიას.”

“კინო ჩემი ცხოვრების ნაწილია. რაც რეალურად ხდება, შესაძლოა, მარტივად გახდეს ჩემი მატერიალი ფილმებისათვის.”

“კინოს შეუძლია ამოავსოს შენი ცხოვრების ცარიელი ნაწილი და დაგავიწყოს მარტოობა”

“პენელოპე დაიბადა იმისთვის, რომ იყოს მსახიობი. ჩვენს შორის რაღაც ქიმიური კავშირია. ის მე შთაგონებას მაძლევს. როცა მას შევხვდი, გავხდი უკეთესი რეჟისორი, პენელოპე კი  უკეთესი მსახიობი.”

Image result for pedro almodovar penelope cruz

 

Related image

Related image

Image result for pedro almodovar penelope cruz

Image result for pedro almodovar penelope cruz

Image result for pedro almodovar penelope cruz

“საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, ვინც კი ოდესმე მყოლია, არის ანტონიო ბანდერასი.”

“ჩემი პერსონაჟები მაძლევენ იმას, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ხელოვნება მეხმარება იმაში, რომ ვიბრძოლო სიცოცხლისთვის.”

 

Image result for pedro almodovar

Related image

 

“თავის ტკივილი,წლებია მაწუხებს,ეს ჩემი ოჯახიდან მოდის,მამის მხრიდან გენეტიკური საჩუქარია…”

 

Image result for pedro almodovar

კომენტარები

გენიოსი კინომატოგრაფია პედრო ალმადოვარი რეჟისორი 2017-09-25
Tags გენიოსი კინომატოგრაფია პედრო ალმადოვარი რეჟისორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს

შემდეგი სტატია

მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები დასახელდა

მსგავსი სტატიები

2017 საიუბილეო წელს ეკლესიასთან ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

25 დეკ 2017

მოსტისკაში სააკაშვილის საქმის განხილვა იწყება

18 სექ 2017
სამედიცინო დაწესებულებები ყალბი დოკუმენტაციით მიღებულ თანხას უკან დააბრუნებენ

სამედიცინო დაწესებულებები ყალბი დოკუმენტაციით მიღებულ თანხას უკან დააბრუნებენ

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge