NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე: სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ

კახა კალაძე: სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ

24 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 784 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზაჰესში ახლადგანხორციელებული პროექტით გაკეთებული ხიდი, რომელსაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, ჩაინგრა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სამარცხვინოა , რომ ოპონენტები ამას საარჩევნოდ თავის გასაპიარებლად იყენებენ”, – აცხადებს კახა კალაძე, რომელიც დღეს ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ჩაინგრა არა ხიდი, არამედ ახლო მდებარე გზის მცირე მონაკვეთი, რაც წყლის მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია.

„ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ საქართველოში პოლიტიკა და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ტელევიზიები,  მედია ერთ ადამიანს ედო ჯიბეში. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ტყუილი თქვას. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა.  მერობის კანდიდატებმა ნება იბოძონ და ამ პრობლემებზე ისაუბრონ და არა მოგონილ თემებზე. პრობლემა რეალურად იყო, თუმცა ხიდს არ უკავშირდებოდა, ეს იყო „GWP”-ის წყლის მილსადენი, რომელიც დაზიანდა, გამორეცხა ნიადაგი და ჩავარდა ასფალტი. ეს პროექტი უკვე დასრულდა, ამისთვის მადლობას ვუხდით „GWP”-ს.  ასფალტის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე, რომლის განცხადებით, ის პირადად ადევნებდა თვალს 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს.

„ამ წუთებში მიმდინარეობს გრუნტის დატკეპვნის სამუშაოები და 24 საათში, მაქსიმუმ,  სამშაბათს დილით მოძრაობა აღდგენილი იქნება. აქ მთავარი ის კი არ არის, ავარია მოხდება თუ არა, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება რეაგირება. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. თუ სადმე პატარა გაჭირვება აქვს ჩვენს დედაქალაქს, არც ერთი ჩვენგანი, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობიდან დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებენ”, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კალაძე კახი კალაძე 2017-09-24
Tags კალაძე კახი კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გერმანიაში მიმდინარე არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 41,1%-ს მიაღწია

შემდეგი სტატია

ოდრი ჰეპბერნის ნივთები აუქციონზე იყიდება

მსგავსი სტატიები

„გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი“

სოსო ელისაშვილი 17 ოქტ 2018
ვაშაძე: „ქართული ოცნება” ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

ვაშაძე: „ქართული ოცნება” ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივლ 2022
სამართალდამცველებმა განმუხურში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა განმუხურში ერთი პირი დააკავეს

სოსო ელისაშვილი 08 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge