NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სოფო კილაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა

სოფო კილაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა

23 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 824 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოფო კილაძე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტის როლზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

სოფო კილაძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეიქმნა ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას, მათ შორის, საქართველოს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ინსტრუმენტების რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. მისივე თქმით, ამ მექანიზმის საფუძველზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა ჩაატარა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშზე, გაეროს ბავშვთა კონვენციასა და ოქმებზე, შშმ პირებზე, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციებთან მიმართებით. აღნიშნული საკომიტეტო მოსმენების საფუძველზე, პარლამენტმა გასცა რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან მიმართებით.

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა, ასევე, იმ მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც კომიტეტის ინიციატივით ხორციელდება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვის კოდექსსა და სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმაზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში სოფო კილაძის ვიზიტი ხორციელდება ჟენევაში გაეროსა და სხვა ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლის, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, შალვა ცისკარაშვილის ორგანიზებითა და მხარდაჭერით.​

კომენტარები

სოფო კილაძე 2017-09-23
Tags სოფო კილაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა

შემდეგი სტატია

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია გამოცხადებული

მსგავსი სტატიები

„არც იქინე მიმიღონ, ვერც აქანე გავჩერდე“

11 დეკ 2017

ექიმ-ანესთეზიოლოგს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11 ოქტ 2017
კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსების მოწოდება, რომ ომში უნდა ჩათრეულიყო საქართველო და კარგია, რომ დააფიქსირა აშშ-ის პოზიცია

კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსების მოწოდება, რომ ომში უნდა ჩათრეულიყო საქართველო და კარგია, რომ დააფიქსირა აშშ-ის პოზიცია

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge