NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვაჟა-ფშაველას გამზირზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა

23 სექ 2017 ახალი ამბები 1622 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე კილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი წერეთელთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, ტერიტორიაზე დამონტაჟდა 125 ცალი ლამპიონი, სრულად აღდგა განათების და მოეწყო სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, გზის გამყოფ ზოლზე დაიდგა სკამები და სანაგვე ურნები.
როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ხეივანში სარეაბილიტაციო სამუშაოები, 70-იანი წლების შემდეგ, წელს პირველად ჩატარდა. ნარმანიას თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა.
„მოსახლეობას აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის ძალიან დიდი მოლოდინი და მოთხოვნა ჰქონდა. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. სამუშაოების ფარგლებში, სრულად კეთილმოეწყო კილომეტრიანი ხეივანი, სადაც დაიდგა ბაღის სკამები, ბავშვებისთვის კი სათამაშო და დასასვენებელი სივრცე გაკეთდა“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ხეივანში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა. მოხდა მრავალწლოვანი ხეების სხვლა-ფორმირება და აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 435 ჯიშის სხვადასხვა (გართხმული ღვია, ლავანდა, ჩიტავაშლა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, წყავი, დეკორატიული შინდი, ტუია, არიზონის კვიპაროსი) დეკორატიული ბუჩქი დაირგო. გზაგამყოფ ზოლზე, 15 500 კვმ-ზე, ბალახიც დაითესა.

კომენტარები

ვაჟა-ფშაველა ვაჟა-ფშაველას გამზირი 2017-09-23
Tags ვაჟა-ფშაველა ვაჟა-ფშაველას გამზირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარნეულში „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

შემდეგი სტატია

Reuters-ი: რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას თავდასხმები 21 შტატზე განახორციელეს

მსგავსი სტატიები

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორი მოსამართლის უვადო დანიშვნაზე იმსჯელებს

02 ოქტ 2017

სხეულის ენა: 15 ყველაზე სახიფათო შეცდომა

09 ოქტ 2017

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება

16 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge