საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს, საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გივი სანიკიძის თქმით, ტარიფებს დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის, არსებითი განსხვავება არსებობს, რისი კორექტირებაც კომისიის უფლებამოსილებაა.
„სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ტარიფების კორექტირება, შესაბამისად, დღეს კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და უნდა დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას და კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ იქნება ცნობილი, თუ როგორ შეიცვლება ტარიფები“,-განაცხადა სანიკიძემ.
კომენტარები