NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სერბ პარლამენტარებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სერბ პარლამენტარებს შეხვდა

22 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 317 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2017 წლის 22 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ სერბეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟარკო ობრადოვიჩი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დუბრავკა ფილიპოვსკი და მეგობრობის ჯგუფის წევრები.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური ხასიათი მიიღო. მინისტრის მოადგილე მიესალმა სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პირველად ჩამოყალიბებას და მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს თავის საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სერბეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობაზე. ამ კუთხით, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა კავშირების გაღრმავების მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა ვიზიტსა და ღონისძიებაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს და მისი გაღრმავების აუცილებლობას.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნის საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა სერბეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საპარლამენტო დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის და ვიზიტის წარმატებით განხორციელება უსურვა.

​

კომენტარები

პარლამენტარები საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო სერბეთი შეხვედრო 2017-09-22
Tags პარლამენტარები საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო სერბეთი შეხვედრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ ერედვში სახლების ნგრევას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

ყოფილმა პატიმარმა ციხეში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის წამების ფაქტი დაადასტურა

მსგავსი სტატიები

ზურა ჯაფარიძე კობახიძის გადადგომას და რუსი დეპუტატების გაძევებას ითხოვს

ზურა ჯაფარიძე კობახიძის გადადგომას და რუსი დეპუტატების გაძევებას ითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 20 ივნ 2019
„Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებს“

„Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებს“

12 აპრ 2018

მარიამ ჯაში: „საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია”

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge