„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, კიკვიძის სკვერში ადგილობრივ მოსახლეობას და ფართო საზოგადოებას მაჟორიტარი დეპუტატობის ის 4 კანდიდატი გააცნო, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისში წარადგინა.
ვაშაძის თქმით, წარდგენილი კანდიდატები გამოირჩევიან პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით. მერობის კანდიდატის განცხადებით, პარტიამ მაჟორიტარების წარდგენა საბოლოოდ დაასრულა და ახლა უკვე კარდაკარ სიარულის ეტაპზე დაბრუნდება.
კომენტარები