ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ახალი სამოქმედო გეგმისთვის ემზადებიან, ოპოზიციამ პარტიების ხელმძღვანელებისგან ლიდერთა საბჭო შექმნა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მიმდინარე კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი გამოცხადდა არალეგიტიმურად და უსამართლოდ.
„ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, შეიქმნა ლიდერთა საბჭო პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებისაგან და მიმდინარე კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი გამოცხადდა არალეგიტიმურად და უსამართლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება მთლად გადაირევა და წავა ამ ცვლილებებზე, ხალხს წარმოეშვება უფლება, დაიცვას კონსტიტუციური წყობა, სადაც პოლიტიკური პარტიები ლოგიკურად იქნებიან პირველ რიგებში“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები