NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისში NASA-ს ინჟინრები ჩამოდიან

თბილისში NASA-ს ინჟინრები ჩამოდიან

22 სექ 2017 ახალი ამბები, მსოფლიო 901 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სექტემბრის ბოლოს საქართველოს NASA-ს მეცნიერები ეწვევიან და საჯარო ლექციებს ჩაატარებენ : ჯონ კასანი და მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი რობ მენინგი. .

მეცნიერები საქართველოს “ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში ესტუმრებიან, რომელიც  NASA-ს ორი კოსმოსური ხომალდის, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში და მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდი “ნოვა“.

ხომალდი ვოიაჯერ 1 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში; 2012 წელს, მან მზის სისტემა დატოვა და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაპობს. ვოიაჯერ 1 კაცობრიობის ერთადერთი ქმნილებაა, რომელმაც მშობლიური მზის სისტემა დატოვა.

 

 

ვოიაჯერ 2 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს და სულ მალე, მზის სისტემას ისიც დატოვებს.

26 სექტემბერს, თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება ვოიაჯერების მისიის ხელმძღვანელის, ჯონ კასანის საჯარო ლექცია, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ამის შემდეგ შედგება ახალი დოკუმენტური ფილმის, „The Farthest” კინოჩვენება (ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით. დასწრება უფასოა მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის). ჩვენებას ასევე დაესწრება ფილმის რეჟისორი ემერ რეინოლდი. ფილმი ნომინირებულია „ემიზე“.

28 სექტემბერს, 16 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართება NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, დასწრება თავისუფალია.

რობ მენინგი NASA-ს მავალ Curiosity-ს მთავარი ინჟინერია. 2012 წლის 5 აგვისტოს, Curiosity წარმატებით დაჯდა წითელ პლანეტაზე და დღემდე აქტიურად აგრძელებს მის კვლევას.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს

კომენტარები

ვიზიტი თბილისი ლექციები მეცნიერება მეცნიერები მთავარი მსოფლიო ნასა 2017-09-22
Tags ვიზიტი თბილისი ლექციები მეცნიერება მეცნიერები მთავარი მსოფლიო ნასა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

20 წლის წინ ATP-ს რეიტინგში ფედერერის დებიუტი შედგა

შემდეგი სტატია

დავით გარეჯის უდაბნოში არტეფაქტებს მიაკვლიეს

მსგავსი სტატიები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიას შეფასებით, პრეზიდენტის მოხსნება შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიას შეფასებით, პრეზიდენტის მოხსნება შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი იყო

02 მაი 2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ოზურგეთში ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ოზურგეთში ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე

11 ივლ 2018
“იდეა, რომ საქართველო მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ არის პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან საშიშია”

“იდეა, რომ საქართველო მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ არის პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან საშიშია”

სოსო ელისაშვილი 05 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge