NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

22 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 879 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ე.წ ბორდერიზაციის პრობლემა, ის სირთულეები, რომელსაც აწყდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები, განსაკუთრებით ე.წ გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე.

ასევე, წუხილი გამოითქვა გალის რაიონში სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და მასში გაერო-ს და მისი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.

გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიციის გამო, კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იმ მძიმე გამოწვევების ფონზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ საქართველოს გაერო-ს სრული მხარდაჭერა აქვს. გენერალური მდივნის მოწონება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის კუთხით.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც დარჩება გაერო-ს დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებში.პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

 

პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

 

კომენტარები

გაერო გაეროს გენერალური მდივანი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი საქართველო შეხვედრა 2017-09-22
Tags გაერო გაეროს გენერალური მდივანი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი საქართველო შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერენა უილიამსის ემოციური წერილი დედას

შემდეგი სტატია

მესის კარიერაში საუკეთესო სტარტი აქვს

მსგავსი სტატიები

მედიაციის მხარე გააკეთებს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ პროცესს დღეის შემდეგ

მედიაციის მხარე გააკეთებს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ პროცესს დღეის შემდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2021
პარლამენტმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და არ მოუხსნას იმუნიტეტი მელიას

პარლამენტმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და არ მოუხსნას იმუნიტეტი მელიას

ირაკლი შალიკაშვილი 12 თებ 2021
„ივანე მერაბიშვილის პატიმრობას ხელისუფლება იყენებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით“

„ივანე მერაბიშვილის პატიმრობას ხელისუფლება იყენებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით“

29 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

    როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა

  • “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

    “მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

  • შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

    შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

  • “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

    “რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

  • რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

    რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

  • უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

    უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

    ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ – უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

  • ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

    ჯო ბაიდენი: პუტინი არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ …

  • მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

    მედია: პუტინის უმცროსი ქალიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge