NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“

განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“

22 სექ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 1069 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ  სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. დავით ნარმანიას თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

„ეს არის რიგით მესამე მოდერნიზებული მეტროსადგური, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენ ჩავატარეთ. ამჟამად კიდევ სამი მეტროსადგურის მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ მგზავრთა გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

„ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო „ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო  მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა  შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მეტროს სადგურების კაპიტალური შეკეთება ითვალისწინებს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას და  ინტერიერის განახლებას, რაც  მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის.

სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წელს დაიწყო  თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის  პროექტი, რომლის ფარგლებში უკვე განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ხოლო მეტრო „ავლაბარს“ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.

კომენტარები

დავით ნარმანია ვარკეთილი თბილისის მერია მერია მეტრო მეტროსადგური 2017-09-22
Tags დავით ნარმანია ვარკეთილი თბილისის მერია მერია მეტრო მეტროსადგური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

მსგავსი სტატიები

თუ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი ყველა პრობლემას ხსნის, რატომ არ ვსაუბრობთ კონსტიტუციის ცვლილებაზე

თუ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი ყველა პრობლემას ხსნის, რატომ არ ვსაუბრობთ კონსტიტუციის ცვლილებაზე

ირაკლი შალიკაშვილი 02 დეკ 2019

შალვა ნათელაშვილმა უბნის თავმჯდომარეს ეჩხუბა

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018
ზურაბ გურული: ახლა ფანტომურად გეჩვენებათ ეგ პასუხისმგებლობა, მაგრამ მერწმუნეთ, აუცილებლად მატერიალიზდება

ზურაბ გურული: ახლა ფანტომურად გეჩვენებათ ეგ პასუხისმგებლობა, მაგრამ მერწმუნეთ, აუცილებლად მატერიალიზდება

ნინო ჩხეიძე 07 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge