NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ფადი ასლის მოსამართლის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

ფადი ასლის მოსამართლის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

21 სექ 2017 ახალი ამბები, სამართალი 540 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლის მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. შესაბამისი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა სათაურით – „მოსამართლემ შელახული ღირსება აღიდგინა“. როგორც განცხადებაში წერია,  პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა.

მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედია საშუალებებში სადაც სადაო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა.  სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი – 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ, სარჩელი მას შემდეგ აღძრა, რაც ბიზნესმენმა  ფადი ასლიმ მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა. სავაჭრო, სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება ‘’ფილიპ მორისსა’’ და ‘’თბილისის თამბაქოს’’, ასევე ‘’ომეგა ჯგუფსა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს’’ შორის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სუბიექტმა დაუსაბუთებელი განცხადებებით ზიანი არამხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

მოპასუხემ განმარტა, რომ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მხოლოდ პირად მოსაზრებებს, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება, არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. სასმართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და  წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია“, – წერია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო სავაჭრო პალატა სასამართლო ფადი ასლი ჯარიმა 2017-09-21
Tags თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო სავაჭრო პალატა სასამართლო ფადი ასლი ჯარიმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ილია მეორე მრევლს მოუწოდებს ყოველ ხუთშაბათს საქართველოს ერთიანობისთვის ილოცონ

შემდეგი სტატია

სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს

მსგავსი სტატიები

ელექტრომომარაგება 25 სექტემბერს დროებით შეიზღუდება

24 სექ 2018
ლევან იზორია: საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – სტინგერებს მიიღებს

ლევან იზორია: საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – სტინგერებს მიიღებს

20 ივნ 2018

ბახტაძე: მივმართავ რუსეთს, გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

28 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

    ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

  • ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა – რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ

    ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა – რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ

  • აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

    აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

  • ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

    ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

  • შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

    შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge