სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ყუპარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, გვანცა ყუფარაძის მიმართ კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზში წერია.
„გვანცა ყუფარაძის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს ეყრდნობოდა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოწმეების დაკითხვის უფლება). თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერც ერთი ზემოჩამოთვლილი მუხლის დარღვევა ვერ დააფიქსირა“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ყუფარაძე სტრასბურგის სასამართლოს ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე და მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების დარღვევის გამო მიმართავდა.
კომენტარები