NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს

სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს

21 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 595 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ინდოქტრინაციის ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„2017 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა ზოგადი წინადადებით, რომლითაც მოუწოდა, რომ მან განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, ასევე, სკოლის მოსწავლეთა მიერ, მათი რელიგიური იდენტობის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფის და რელიგიური დისკრიმინაციის მომავალში გამორიცხვის მიზნით.

ზოგადი წინადადების საფუძველს წარმოადგენს სახალხო დამცველის სახელზე ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ და ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ მიერ შემოტანილი განცხადებები, რომელშიც განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას მოსთხოვა ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) სკოლაში ტარებაზე უარის თქმა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ამგვარი მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და გაუმართლებლად ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ განხილული განცხადებებიდან ორი შეეხება ისეთ სოფლებს სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ მუსლიმები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სოფლებში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხე) უახლეს წარსულში ადგილი ჰქონდა მუსლიმური სალოცავის მშენებლობასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას. განცხადებები ასევე შეეხებოდა თბილისის 158-ე სკოლაში მუსლიმ მოსწავლეთა ინდოქტრინაციას და თერჯოლას მე-2 საჯარო სკოლის მასწვლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტებს. აღნიშნული ფაქტებით სახალხო დამცველს ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ მიმართა.

ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა სამინისტროს ასევე მოუწოდა, რომ  უფრო დეტალურად შეისწავლოს საჯარო სკოლებში რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლების (მათ შორის ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) ტარების) საკითხი და წარდგენილი ზოგადი წინადადების შინაარსის გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო ერთიანი მიდგომა. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით, სამინისტრომ, უზრუნველყოს სკოლის ინფრასტრუქტურაში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნების გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრა. ამასთან ერთად, უზრუნველყოს საჯარო სკოლებში სასკოლო საათების დროს რელიგიურ რიტუალში სკოლის მოსწავლეების, ასევე ქრისტიანულ რიტუალებში არაქრისტიანი მოსწავლეების მონაწილეობის სავარაუდო ფაქტების სათანადოდ შესწავლა, შეფასება, დისციპლინური წარმოების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

უზრუნველყოს ტრეინინგები ტოლერანტობის და მულტიკულტურული სწავლების მნიშვნელობის თაობაზე, განსაკუთრებით, რელიგიური ან ეთნიკური თვალსაზრისით არაერთგვაროვან რეგიონებში არსებული სკოლების მასწავლებლებისათვის“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

განათლებისა და ემცნიერების სამინსიტრო ომბუდსმენი სახალხო დამცველი 2017-09-21
Tags განათლებისა და ემცნიერების სამინსიტრო ომბუდსმენი სახალხო დამცველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფადი ასლის მოსამართლის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

შემდეგი სტატია

მელანია ტრამპი: არც ერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს (ფოტოები)

მსგავსი სტატიები

მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის  და „Lafarge Holcim“-ის ერთობლივი წარმატებული სტარტი საქართველოში

მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის და „Lafarge Holcim“-ის ერთობლივი წარმატებული სტარტი საქართველოში

20 თებ 2018

„გიორგანაშვილი თავის თავს აზიანებდა, სხვას არავის – 8 წელი ციხეში უნდა იჯდეს“

23 იან 2018
კახეთის გუბერნატორი ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო

კახეთის გუბერნატორი ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge