„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრების განცხადებები მიმართულია ორგანიზაციის დისკრედიტაცისკენ. გიგაურის განცხადებით, კვლევა, რომელიც ორაგანიზაციამ გამოაქვეყნა, საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება.
„ეს არის მიმართული იქით, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის რეპუტაცია შეირყეს და ამის მიზანი არის ძალიან ბევრი, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრ სენსიტიურ საკითხზე, მომავალში ვაპირებთ შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნებას და სხვა მმართველი პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით. არცერთ დეპუტატს არ ულაპარაკია კონკრეტულ ფაქტზე, ჩვენ კი ვსაუბრობთ კანონის მოთხოვნებზე და ეს არის ქ ყველაზე მთავარი“,-განაცხადა გიგაურმა.
კომენტარები