NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოგზაურობა ინდოეთში

მოგზაურობა ინდოეთში

21 სექ 2017 ახალი ამბები, მსოფლიო, საინტერესო 6889 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 

ინდოეთი იდუმალებით აღსავსე, გონებამიუღწეველი საოცრებების ქვეყანა, თავისი ზღაპრული სიმდიდრისა და უკიდურესი სიღარიბის სინთეზით. თავბრუდამხვევი სიმაღლის მთებითა და გაუვალი ტყეებით, დიდებული ტაძრებითა და სოფლის ქოხმასებით. უდიდესი რელიგიისა და უდიდესი წმინდანების ადგილი. ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ არ არის ორმაგი სტანდარტები, სადაც სიკვდილი მხოლოდ სიტყვაა და მეტი არაფერი. ქვეყანა სადაც შეიძლება სულისა და ხორცის თავისუფლებას ეზიარო.

საინტერესო ფაქტები ინდოეთის შესახებ 

 

  1. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 700 წელს ინდოეთში დაარსდა პირველი უნივერსიტეტი მსოფლიოში;
  2. ინდოეთში ხდება ყველაზე მეტი მკვლელობა მსოფლიოში. გასულ წელს იქ მოკლეს 32 719 ადამიანი;
  3. ინდოეთი ითვლება ლიდერად მსოფლიოში აბორტის რაოდენობის მიხედვით;
  4. ინდოეთში ქალისათვის ყველაზე საშისი სტატუსია-ქვრივი, რადგან ითვლება, რომ ქალი სათანადოდ არ გაუფრთხილდა ქმარს. თითქმის მეოცე საუკუნემდე აქ გავრცელებული იყო ქვრივი ქალის მიერ თავის დაწვა ქმრის დასაფლავების დროს.
  5. 2500 წლის წინ ინდოეთში გაჩნდა “აიურ-ვედა”-მსოფლიოში პირველი მეცნიერება მედიცინის შესახებ და პირველი სამედიცინო სკოლა. ძველი ინდოეთის ექიმებმა იცოდნენ ანესთეზიის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, იმუნური სისტემის და გენეტიკის შესახებაც კი

 

ინდოეთის 5  საუკეთესო ადგილი

1 .გოა-ინდოეთში, ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია გოა, რომლის ოქროსფერი პლაჟები და ნოტიო ტროპიკების უმდიდრესი ბუნება მას განუმეორებლობასა და იდუმალებას ანიჭებს

გოა – ეს ის ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია დაისვენოს ისე, როგორც მას სურს. შეგიძლიათ გაისეირნოთ პლაჟზე ან ველურ ბუნებაში და გაეცნოთ ადგილობრივების წეს-ჩვეულებებს.აქ თქვენ ნახავთ შესანიშნავ სასტუმროებს, კარგად ორგანიზებულ დასვენების ინფრასტრუქტურას, დიდებულ პლაჟებსა და თბილ ზღვას.

 

 

 

 

 

 

 

 

2. ტაჯ მაჰალი -დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც… მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც… ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს…

 

 

 

 

3.სინგჰების ოქროს ტაძარი-ეს ტაძარი პუნჯაბში მდებარეობს და ყველაზე წმინდა ადგილია სიკხიზმის მიმდევართათვის. ყოველთვის სავსეა მომლოცველებით და ტურისტებით. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1500წლებში, მისი აგების ისტორია პატარა ტბიდან დაიწყო,ეს ტბა იმდენად წყნარი იყო,რომ ბუდაც კი მოდიოდა აქ მედიტაციისთვის.ათასი წლის წინ გურუ ნანაკი,რომელიც სიკხიზმის დამფუძნებელი იყო,სწორედ ამ ტბასთან ეძლეოდა მედიტაციას. მეოთხე გურუმ ტბა გააფართოვა და გადააქცია წმინდა ქალაქად,ან უკვდავების ნექტრად,რომლის ნაპირასაც ააგო ტაძარი და ააშენა ქალაქი. სიკხებისთვის
ოქროს ტაძარი სრულ თავისუფლებასთან და სულიერ დამოუკიდებლობასთან ასოცირდება.ტაძრი დეკორირებულია მარმარილოს სკულპტურებით,ოქროს და ძვირფასი თვლებით. კედლები დაარულია ოქროთი, რომელიც რამდენიმეჯერ გაძარცვეს და მისი განადგურებაც სცადეს, მაგრამ იგი ისევ აღადგინეს.

 

 

 

 

 

4.კლდეში გამოკვეთილი აჯანტა

კკლდეში გამოკვეთილი ბუდისტური მონასტერი მაჰარაშტრას შტატშია . ინდოეთში.

შედგება ფრიალო კლდეში გამოკვეთილი 29 გამოქვაბულისაგან.
ბუდისტი ბერების საცხოვრებელი იყოფა ორ ძირითად ტიპად: ჩაიტია (სამლოცველო დარბაზი) და ვიჰარა (კვადრატული დარბაზები, რომელშიც სამი მხრიდან შემოწყობილია ბუდას სხვადასხვა ზომის გამოსახულებები).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.ქალაქი ვარანასი, რომელიც ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ  უძველეს ქალაქად, მდებარეობს ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ პრადეშის შატატში მდინარე განგის ნაპირზე .  ზოგი მას აღმოსავლეთის ვენეციას ეძახის ვიწრო ქუჩების და ნავების სიმრავლის გამო.   ის ერთ-ერთია ჰინდუსების შვიდი წმინდა ქალაქიდან და ამიტომ ითვლება, რომ თუ ვარანასი არ ნახე ესეიგი ინდოეთიც არ გინახია. მისი ისტორია 3000 წელს ითვლის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამზარეულო

              ინდური კულინარია ერთერთი ძველი და პოპულარულია მთელმსოფლიოში. სამზარეულოს ძირითადი კომპონენტებია: ბოსტნეული ”საბჯი”, (ინდოელთა უმრავლესობა ხორცს არ ჭამს). თევზი,ბრინჯი,ცომეული და ლავაში.ასევე რძის პროდუქტები. ინდური სამზარეულოს მრავალფეროვნებასუბრალოდ თვლა არა აქვს. ადგილობრივი მზარეულების სავიზიტო ბარათისხვადასხვა საკმაზებია,რომლებსაც პრაქტიკულად ყველანაირ საკვებშიიყენებენ. სახელგანთქმული საწებელი (კარი) ეს არის მრავალფეროვანირეცეპტურის ჯგუფი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ კერძს, განუმეორებელგემოს აძლევს.

ინდოეთში  ძალიან პოპულარულია ჩაი, რომელსაც ზოგჯერ   რძით დასაკმაზებით შეზავებულს  სვამენ, ასევე პოპულარულია ყავა, ახალი წვენები დახილიანი წყლები. სუფრასთან მიღებული არ არის სპირტიანი სასმელები.კერძების უმრავლესობას ცივ წყალს აყოლებენ.

 

ინდოეთი სურათებში:

კომენტარები

აჯანტა გოა ვარანასი ინდოეთი მოგზაურობა სინგჰების ოქროს ტაძარი ტაჯ მაჰალი 2017-09-21
Tags აჯანტა გოა ვარანასი ინდოეთი მოგზაურობა სინგჰების ოქროს ტაძარი ტაჯ მაჰალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საჭმლის რეცეპტები ცნობილი რეჟისორებისაგან

შემდეგი სტატია

ადიგენის რაიონში ხანძარი გაჩნდა

მსგავსი სტატიები

ღვთის წყალობით, ავღანეთში ომი დასრულდა

ღვთის წყალობით, ავღანეთში ომი დასრულდა

ირაკლი შალიკაშვილი 16 აგვ 2021

სააკაშვილი ავად გახდა

07 დეკ 2017

დაუვიწყარი ვარცხნილობები ფილმების ისტორიიდან

10 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge