NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის” წევრი სახელმწიფოების მინისტრებს ხვდება

იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის” წევრი სახელმწიფოების მინისტრებს ხვდება

21 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 464 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის” წევრი სახელმწიფოების მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს.

კანადის ფინანსთა და შესყიდვების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დღეს იუსტიციის მინისტრი საფრანგეთისა და იტალიის მთავრობის წევრებს ნიუ-იორკში შეხვდა. საფრანგეთის ციფრულ საკითხთა მინისტრმა მუნირ მანჯუბიმ და იტალიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა მარიანა მადიამ თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს საკუთარი შეხედულებები და სურვილები გაუზიარეს.

ამასთან, თეა წულუკიანმა კოლეგა მინისტრებს ის რეფორმები გააცნო, რომელთაც საქართველო ახორციელებს და რომელთა შედეგადაც ჩვენი ქვეყანა „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე გახდა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ემსახურებოდა მიზანს, თუ როგორ უნდა იმუშაონ მთავრობებმა, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის” სიკეთე ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისათვის.

„ჩვენ იტალიას ვუზიარებთ სოფლად სერვისების მიწოდების გამოცდილებას, რომელიც საუკეთესოდ ხდება საზოგადოებრივ ცენტრებში; ასევე, ელექტრონული სერვისების მიწოდების გამოცდილებას, ბიზნესსახლის იდეას და სხვა; საფრანგეთს კი აინტერესებს ელექტრონული მონაცემების ერთიანობა და რეფორმებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. ცხადია, ამ და სხვა ქვეყნებიდან ჩვენ გავიზიარებთ იმ გამოცდილებას, რაც მათ უკვე დანერგილი და განვითარებული აქვთ”, − განაცხადა წულუკიანმა.

„ღია მმართველობის პარტნიორობის” ინიციატივის თავმჯდომარეობა, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველომ გუშინ გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარეა. „OGP”-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP”-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობა უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ღონისძიებაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP”-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს.

საქართველო „OGP”-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. „OGP”-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის” ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

„ღია მმართველობის პარტნიორობის” პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს „OGP”-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

კომენტარები

OGP გიორგი კვირიკაშვილი ემანუელ მაკრონი თეა ქულუკიანი იუსტიციის მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობა 2017-09-21
Tags OGP გიორგი კვირიკაშვილი ემანუელ მაკრონი თეა ქულუკიანი იუსტიციის მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩდილოეთ კორეამ დონალდ ტრამპი „მყეფარე ძაღლს“ შეადარა

შემდეგი სტატია

მამუკა გორგოძე ნატახტარის ახალ რგოლში – ერთად გავიმარჯვებთ!

მსგავსი სტატიები

ახალი წესებით, ფიზიკური პირები მხოლოდ მომხმარებლის თანდასწრებით დაფქული სუნელების გაყიდვას შეძლებენ

ახალი წესებით, ფიზიკური პირები მხოლოდ მომხმარებლის თანდასწრებით დაფქული სუნელების გაყიდვას შეძლებენ

08 თებ 2018
შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერანაირად ვერ იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 01 ოქტ 2019
პრემიერი: ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევაში დაპირებებზე მეტიც გაკეთდა

პრემიერი: ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევაში დაპირებებზე მეტიც გაკეთდა

სოსო ელისაშვილი 31 მარ 2018

უახლესი ამბები

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

  • სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  • მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

    მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

  • ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

    ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge