თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღეს ამომრჩევლებს საკუთარი გუნდის მიერ შედგენილი ეკოლოგიის სტრატეგია გააცნო. ელისაშვილმა იმ კონკრეტულ დაპირებებზე ისაუბრა, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს:
პროგრამის მიხედვით, დედაქალაქში:
- ჯანსაღი ხეების მოჭრა იქნება აკრძალული და მკაცრად გაკონტროლებული,
- მოხდება პარკებისა და სკვერების ინვენტარიზაცია. დადგინდებ ა წითელი ხაზები.
- არსებული სარეკრეციო სივრცეების რაოდენობა გაოთხმაგდება, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს არსებული 3 კვადტრატი მწვანე საფარი 1 სულ მოსახლეზე შეიცლება და იქნება 12 კვ. ანუ, არსებული 300 ჰექტარი გამწვანე გაიზრდება საერთო ჯამში 1200 ჰექტრამდე.
- თბილისის ტერიტორიაზე მიმოფანტული ძველი ნაგებობების (ქარხნები, ნანგრევები), რომლებიც ქალაქის ფრაგმენტიზაციას ახდენს და შეადგენს დაახლოებით 1800 ჰექტარს, აღნიშნული ტერიტორიის ნახევარი კერძოდ 900 ჰექტარი კეთილმოეწყობა, როგორც სარეკრეაციო ზონა.
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება მდინარე მტკვრის სრულყოფილი გაწმენდა.
- მოხდება მწირე მდინარეების კალაპოტების გახნსა რაც ხელს შეუწყობს ჰაერის ცირკულაციას და გაწმენდას.
- გამხორციელდება მშენებლობების კონტროლი ჰაერის დაბინძურების კუთხით, ამავე პროექტით გამკაცრდება სამშენებლო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლი ჰაერის დაბიძურების კუთხით
- მოხდება დენდროლოგიური გეგმის შედგენა უახლესი 20 წლის განმავლობაში ურბაული ხეების სახეობიბს განსაზღვრით.
- ადგილობრივი სანერგე მეურნეობებს შეეწყობა ხელი.
კომენტარები