NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტები გამოვლინდა

ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტები გამოვლინდა

21 სექ 2017 ახალი ამბები, სამართალი 482 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურისა და მცხეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირთან, მდინარე რიონზე, ​მოქალაქეები, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებით, ნავებიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. მათ, ჯამში, მოპოვებული ჰქონდათ 21 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დეპარტამენტის თანამშრომლებს, რიგ შემთხვევებში, დაპირისპირება უწევთ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, რომლებიც სწრაფმავალი ნავებით, გადამცემებითა და ღამის ხედვის საშუალებებით არიან აღჭურვილნი.

მიმდინარე წელს, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 175 ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში, ამოღებულია 25 ერთეული რეზინის ნავი, მათ შორის 7 ძრავზე მომუშავე, 45 ერთეული ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატი, 235 სახლართი ბადე და თევზჭერის სხვა აკრძალული იარაღები.

კომენტარები

გარემოს დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ეოლექტროშოკური აპარატი უკანონო უკანონო თევზჭერა ფაქტი 2017-09-21
Tags გარემოს დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ეოლექტროშოკური აპარატი უკანონო უკანონო თევზჭერა ფაქტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი მღებრიშვილი ყატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

შემდეგი სტატია

მიხეილ ჯანელიძე „ბლუმბერგის” მიერ ორგანიზებულ “გლობალურ ბიზნეს ფორუმს” დაესწრო

მსგავსი სტატიები

„ტრამპს არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსზე არ ულაპარაკია ისეთ აღმატებულ ტონში, როგორც ჩემზე“

„ტრამპს არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსზე არ ულაპარაკია ისეთ აღმატებულ ტონში, როგორც ჩემზე“

13 ივლ 2018

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

21 აგვ 2017

ვინ იტყვის რომ ის 79 წლისაა – ჯეინ ფონდამ ვენეციის კინოფესტივალზე ფურორი მოახდინა

06 სექ 2017

უახლესი ამბები

  • პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

    პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

  • ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

    ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

  • Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

    Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

  • ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

    ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

  • შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის

    შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის

  • თაკო ჩარკვიანი: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

    თაკო ჩარკვიანი: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

  • უცნობი პროკურატურას მოუწოდებს

    უცნობი პროკურატურას მოუწოდებს

  • ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში

    ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge