NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა

21 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკში მმართველი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.

აღინიშნა, რომ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.

პირველმა ვიცეპრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმისა და მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ბანკის საქმიანობის სტრატეგიაზე მომდევნო წლების განმავლობაში.

აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან, რაც მათ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მეთიუ ფოქსმა აღნიშნა, ბანკი ხელს უწობს საქართველოს ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებას როგორიცაა: ტრანსპორტი, წყალმომარაგება, ენერგეტიკის სფერო. „აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი, რომელსაც დამაიმედებელი სამომავლო პერსპექტივები გააჩნია,” – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი (Yesim Elhan-Kayalar) და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

კომენტარები

აზიის განვითარების ბანკი დიმიტრი ქუმსიშვილი დირექტორი პირველი ვიცეპრემიერი შეხვედრა 2017-09-21
Tags აზიის განვითარების ბანკი დიმიტრი ქუმსიშვილი დირექტორი პირველი ვიცეპრემიერი შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კატალონიაში პოლიციამ დამოუკიდებლობის მომხრეების მიმართ ძალა იხმარა

შემდეგი სტატია

საქართველოს ცალკეულ რაიონში 22-23 სექტემბერს გაწვიმდება და ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს

მსგავსი სტატიები

მედია: “დასავლური დახმარების მთავარი ბენეფიციარი საქართველოს მთავრობაა” – ექსპერტთა თქმით, ამ დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში პირველივე წელს, მშპ -ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება

მედია: “დასავლური დახმარების მთავარი ბენეფიციარი საქართველოს მთავრობაა” – ექსპერტთა თქმით, ამ დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში პირველივე წელს, მშპ -ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება

ნინო ჩხეიძე 08 მარ 2023

რა რაოდენობის შაქარს შეიცავს გაზიანი სასმელები

17 ოქტ 2017
ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი შეინარჩუნა

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი შეინარჩუნა

13 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge