NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

21 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელზედაც განხილულ იქნა კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი.

სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა. საქართველოს მხარეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა წარმოადგენდნენ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან.

ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საქართველოს წარმომადგენლებმა მოკავშირეებსა და ალიანსის ხელმძღვანელობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკისა და კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს.

მოკავშირეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე ერთგულება.

წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოთქვეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები.

მოკავშირეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ჩართულობისა და შერიგების მიზნით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მნიშვნელობას.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი.მოკავშირეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს ნატო-ს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, აღნიშნეს ამ გზაზე მიღწეული პროგრესი და საქართველოს ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვეს.

კომენტარები

ბრიუსელი ნატო საქართველო შტაბ ბინა 2017-09-21
Tags ბრიუსელი ნატო საქართველო შტაბ ბინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენ ამ პროცესში ვიყავით კონსტრუქციული, ოპოზიცია იყო დესტრუქციული, ეს არის რეალობა“

შემდეგი სტატია

ALL OUT ქართველი ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერად

მსგავსი სტატიები

Wire: პუტინის პერიოდში რუსეთი “სტალინისტურ იმპერიალიზმს” დაუბრუნდა

Wire: პუტინის პერიოდში რუსეთი “სტალინისტურ იმპერიალიზმს” დაუბრუნდა

13 ნოე 2017
„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება“

„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება“

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018
დემნა გვასალიას Vetements-მა ქართულწარწერებიანი ტანსაცმელი წარადგინა

დემნა გვასალიას Vetements-მა ქართულწარწერებიანი ტანსაცმელი წარადგინა

02 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

    გიგა ბოკერიამ ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს – არ შეიძლება, ბოკერიას ჭკუაზე დადიოდე

  • არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

    არჩილ თალაკვაძე მხარს არ უჭერს უფრაქციო დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტის მინიჭებას, რაც პროექტის პირვანდელ ვარიანტშია ასახული

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge