ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო როჰინგას ტომის დევნილთა დასახმარებლად 32 მილიონ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა დევნილთათვის თავშესაფრების გაკეთებას, მათი წყლით და საჭმლით უზრუნველყოფას და სხვა ელემენტალური პირობებით დაკმაყოფილებას მოხმარდება. ამერიკის დეპარტამენტში იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი იქნება პრეცედენტული მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის და ისინი, ასევე შეიტანენ კონტრიბუციას როჰინგას ტომის წარმომადგენლების დახმარებაში, რომლებიც მიანმარის სახელმწიფოს ძალადობას და ტერორს ემსხვერპლნენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიანმარის დე ფაქტო ლიდერ აუ საუნ სუ ჩისთან სატელეფონო საუბრის შემდგომ მიესალმა მიანმარის ხელისუფალთა მზადყოფნას შეწყვიტონ ძალადობა რაკჰინის რეგიონში და მისცენ საშუალება დევნილებს მშობლიურ ტერიტორიებზე დაბრუნების. ტილერსონი ასევე იმედოვნებს რომ მიანმარის სახელმწიფო ძალადობას საბოლოოდ შეწყვეტს და საერთაშორისო საზოგადოების ბრალდებებს ეთნოწმენდაზე და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევაზე სათანადოდო უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს თვის შემდგომ მიანმარის არმიის მიერ რაკჰინის რეგიონში როჰინგას მუსულმანი ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას გაეროს მონაცემებით, 1000 როჰინგა შეეწირა, ხოლო 400 000-მა დევნილმა მეზობელ ბანგლადეშს მიაშურა.
კომენტარები