NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯანელიძე: საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში

ჯანელიძე: საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში

20 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 775 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი შესაბამისად განიხილებოდეს გაერო-ს ყველა მიმართულებით და აქტიურად იდგას ორგანიზაციის დღის წესრიგში, მათ შორის გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. ამასთან საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ პროგრესს ადასტურებს ისიც, რომ ქვეყანა გადმოიბარებს ღია მმართველობის ინიციატივის თავმჯდომარეობას”-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.

გენერალური ასამბლეის 72-ე სესია გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანოტონიო გუტიერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიცაკმა და მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერებმა. საკუთარ გამოსვლაში გაერო-ს გენერალურმა მდივანმა და ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრეს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტებზე და იმ ცვლილებებზე რომელიც საჭიროა განხორციელდეს ორგანიზაციის ეფექტური საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს საერთო მიდგომა და სურვილი ცვლილების და რეფორმების. გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა ორგანიზაციის რეფორმის საკუთარი ხედვა, რომელსაც საქართველო მიუერთდა 130 სხვა ქვეყანასთან ერთად. იმედი გვაქვს, რომ დოკუმენტი მომავალში კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში გარდაისახება და შესაბამისად მოხდება ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდა და შესაბამისი რეფორმის განხორციელება”- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს გაერო-ს ცალკეულ ინიციატივებში და ჩართულია ორგანიზაციის საქმიანობაში ამ მიმართულებით. მათ შორის საუბარია მდგრადი განვითარების მიზნებზე, სადაც საქართველო აქტიურად არის ჩართული, განსაკუთრებით მე-16 მიზნის განხორციელების პროცესში, რაც ეხება ტრანსპარენტულ და ღია მმართველობას. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს განსაკუთრებული პროგრესი, აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას სხვა ქვეყნებს, რისი დასტურიც არის ის, რომ წელს საქართველო გადაიბარებს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილ გამოსვლაზე. მისი განცხადებით პრემიერმინისტრი ისაუბრებს, როგორც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება, ასევე ისაუბრებს ქვეყნის განვითარებაზე, დაგეგილ და განხორციელებულ რეფორმებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი შესაბამისად განიხილებოდეს გაერო-ს ყველა სათანადო მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად იდგას დღის წესრიგში და მათ შორის გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელზეც ყოველწლიურად იზრდება მხარდამჭერთა რაოდენობა. ეს რეზოლუცია ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ, რა თქმა უნდა არა მარტო რეზოლუციის, არამედ საერთაშირისო საზოგადოების ასეთი მტკიცე მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ მწვავე პრობლემის ს გადაჭრას”- განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

გაერო გიორგი კვირიკასვილი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ-მინისტრი 2017-09-20
Tags გაერო გიორგი კვირიკასვილი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ-მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის – „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა

შემდეგი სტატია

ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა

მსგავსი სტატიები

კინოსტუდია „ქართულ ფილმში” თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

კინოსტუდია „ქართულ ფილმში” თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

02 ივლ 2018
საარჩევნო სისტემის ცვლილება – ოპოზიცია ერთიანდება და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საარჩევნო სისტემის ცვლილება – ოპოზიცია ერთიანდება და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

30 იან 2019
ნიკა მელია: …და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს

ნიკა მელია: …და ჯიუტად აცხადებდეს, რომ მას არასოდეს შეიწყალებს

ნინო ჩხეიძე 25 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge