NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს“: მიგვაჩნია, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას

„საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს“: მიგვაჩნია, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას

20 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1098 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის მერიის წინასაარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტელეკომპანიების, რუსთავი 2-ის და იმედის ეთერში ბოლო დღეების განმავლობაში გადის ვიდეორგოლი სლოგანით „გაკეთდა თბილისისთვის“, რომელშიც მოთხრობილია 2014-2017 წლებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მეორე მხრივ, კი უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

ამ ვიდეორგოლის განთავსებით შემდეგი მიზეზების გამო ირღვევა ქართული კანონმდებლობა:

  • „მაუწყებლობის შესახებ კანონის” 66′-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 15 ივნისის №398/18გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსება მის დაფინანსებად ითვლება და აკრძალულია, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა;

  • ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსება მაუწყებლებში, თუმცა ვიდეორგოლი არ არის განთავსებული სოციალური რეკლამის სტატუსით. აღსანიშნავია, რომ ის არც აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის მოთხოვნებს;

  • ზემოთ მოცემული ორი პუნქტის გათვალისწინებით, თბილისის მერიას რჩებოდა მხოლოდ ერთი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ვიდეორგოლი მაუწყებლებში განეთავსებინა: ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის 66′-ე მუხლის მე-2 მუხლის მეორე წინადადება, რომელიც მერიას უფლებას აძლევს შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით”.

მერიის ვიდეორგოლში მოთხრობილია 2014-17 წლებში დაგებული გზების, აშენებული ხიდების და აღდგენილი ინფრასტრუქტურის შესახებ, ვიდეორგოლი არ ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას სიახლეების, პროცედურების ან გადაუდებელი გარემოებების შესახებ, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ, ვიდეო არ ემსახურება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.

გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია, შესაბამისად, ასეთი რეკლამების გაშვება ამომრჩევლის მიერ, შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც მმართველი პარტიის არაპირდაპირი რეკლამა, ეს კი საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. მსგავს პრობლემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წინა არჩევნების დროსაც ხშირად წერდა.

მოვუწოდებთ:

  • საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას – შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და მიიღოს შესაბამისი ზომები;

  • ქალაქ თბილისის მერიას – შეწყვიტოს მსგავსი რეკლამების ტელევიზიებში განთავსება;

  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას – დაინტერესდეს ამ საკითხით და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია“,– აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

თბილისის ემრია რეკლამა საერთაშორისო გამჭვირვალობა წინასაარჩევნო 2017-09-20
Tags თბილისის ემრია რეკლამა საერთაშორისო გამჭვირვალობა წინასაარჩევნო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თალაკვაძე: ხალხის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციაში მიწის საკითხსა და ქორწინებასთან დაკავშირებით ჩანაწერები გაკეთებულიყო

შემდეგი სტატია

დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი ადვოკატებს ოფიციალურად გადაეცათ

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს

ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს

20 აპრ 2018
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო

14 ივნ 2018
ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

ირაკლი შალიკაშვილი 01 მაი 2021

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge