პოლონეთში მიმდინარე მაშტაბურ სამხედრო წვრთნა Dragon 2017-ში,რომელიც 29 სექტემბერს დასრულდება, თავად პოლონური სამხედრო ძალების გარდა მონაწილეობას იღებენ ამერიკელი, ლიტველი, ლატვიელი, ბრიტანელი, გერმანელი, სლოვაკი, იტალიელი, ბულგარელი, რუმინელი, ქართველი და უკრაინელი სამხედროები. სამხედრო წვრთნა აგებულია სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც პოლონეთის მეზობელი სახელმწიფო მისი ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს და სამხედრო ძალებს უწევთ სანაპირო სასაზღვრო ზოლის დაცვა, წყლის დაბრკოლებების გადალახვა და საჰაერო ძალების დესანტირება.
კომენტარები