გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. კილაძე მოუწოდებს შს მინისტრს, მისი შვილის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველები სამსახურიდან გაათავისუფლოს.
„6 თვის განმავლობაში მე ვამტკცებდი იმას, რომ ჩემი შვილი არის უკანონო პატიმარი, მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და არის უდანაშაულო, დაისაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ელისო კილაძის შვილი და გაზეთ „ქრონიკა+“-ის თანამშრომელი. იმედს ვიტოვებ, რომ შს მინისტრი ამჯერად იქნება გონიერი თავის გადაწყვეტილებაში და ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა ჩემი შვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში, სამსახურიდან იქნება გათავისუფლებული. დღეს სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო, მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს და ყველა ის პირი, 9 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ჩემი შვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში, ყველა მათგანი არის ან უკანონო ბრძანების გამცემი, ან უკანონო ბრძანების შემსრულებელი“,-განაცხადა კილაძემ.
„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. დავით ხარშილაძეს ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-დამზადება-გადაზიდვა-გადაგზავნასა და გასაღებაზე ქონდა წარდგენილი. პროცესის დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
კომენტარები