NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

20 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 387 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ეს იქნება თქვენი საკუთრება, მაგრამ მჯერა, რომ ეს იქნება დროებითი, რადგან ჩვენი სახლი არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და დავუბრუნოთ ეს ტერიტორიები  ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, – აღნიშნა დევნილებთან საუბრისას თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

 

კახა კალაძემ თბილისში არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენს შვილებს არ უნდა დავუმახინჯოთ ქალაქი. პირიქით, მათ უნდა შევუქმნათ ბევრი მწვანე სივრცე, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, ლამაზი, მოწესრიგებული ქალაქი. თბილისი არის განსაკუთრებული ქალაქი თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან  მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება“ – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

შეხვედრაზე კახა კალაძემ მოსახლეობას ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ეკოლოგიური გაუმჯობესების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების, მშენებლობის სტანდარტების დახვეწის, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი შეხვედრებს განაგრძობს. კახა კალაძე თბილისის სხვადასხვა უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

კომენტარები

არჩევნები დევნილები კახა კალაძე კახი კალაძე შეხვედრა 2017-09-20
Tags არჩევნები დევნილები კახა კალაძე კახი კალაძე შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„შენების მოძრაობამ“ სამტრედიასა და სენაკში მერობის კანდიდატები წარადგინა

შემდეგი სტატია

პულიცერის პრემიაზე წარდგენილი საუკეთესო ფოტოები

მსგავსი სტატიები

პარლამენტში დაგეგმილ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე – გამოგვეცხადებიან „ოცნების“ ოქტომბრელები და საბჭოთა სტილში მისცემენ ხმას ამ ადამიანებს

პარლამენტში დაგეგმილ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე – გამოგვეცხადებიან „ოცნების“ ოქტომბრელები და საბჭოთა სტილში მისცემენ ხმას ამ ადამიანებს

ირაკლი შალიკაშვილი 23 სექ 2019

ფინური მედია: საქართველო ყველასთვის სასიამოვნო ტურისტული დანიშნულების ადგილია

სოსო ელისაშვილი 02 ოქტ 2018
თურქეთის 6 რეგიონში ჩაის სეზონზე საქართველოს 10 000 მოქალაქე მუშაობს

თურქეთის 6 რეგიონში ჩაის სეზონზე საქართველოს 10 000 მოქალაქე მუშაობს

30 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge