NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რუსთავი 2“-ის განცხადებით, ტელეკომპანიის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

„რუსთავი 2“-ის განცხადებით, ტელეკომპანიის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

19 სექ 2017 ახალი ამბები, სამართალი 2278 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსთავი 2“-ის განცხადებით, ტელეკომპანიის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ტელეკომპანიის განცხადებით, ვებგვერდზე შესაძლო კიბერშეტევის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ „რუსთავი 2“-ის საიტს – rustavi2.ge-ს პრობლემები შეექმნა. ვებგვერდი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაითიშა, ჩართვის შემდეგ კი შეფერხებით მუშაობდა.

შეტყობინება უკვე შესულია შინაგან საქმეთა სამინისტროში. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში „რუსთავი 2“-ის შენობაში მიმდინარეობს. ძალოვანები იმ შეტყობინებებს სწავლობენ, რომელიც წინ უძღოდა ვებგვერდის მუშაობის შეფერხებას და რომელიც „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე შემოვიდა.

„რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება გამოიგზავნა, რის შემდეგაც rustavi2.ge-ზე განხორციელდა კიბერთავდასხმა. მელაძის თქმით, მას დაუკავშირდნენ შსს-ის კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტიდან და განუცხადეს, რომ ჩაერთვებიან საქმეში და „ფეისბუქ“-ზე მოწერილ გზავნილებს შეისწავლიან.

„დავკარგეთ მართვა ვებგვერდზე, როგორც სისტემური ადმინისტრატორიდან, ასევე მომხმარებელი „რუსთავი 2“-ის ვებგვერდს ვერ ხედავდა,“ – აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, კიბერშეტევის მიუხედავად, ვებგვერდის მონაცემთა ბაზები, არქივი სრულად შენარჩუნებულია და ამჟამად საიტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

კომენტარები

კიბერდანაშაული კიბერშეტევა რუსთავი 2 ტელეკომპანია 2017-09-19
Tags კიბერდანაშაული კიბერშეტევა რუსთავი 2 ტელეკომპანია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ უნდა იყოს სიურპრიზი, რომ ევროკავშირი დეტალურად აკვირდება და სწავლობს საქართველოში არსებულ ვითარებას“

შემდეგი სტატია

საცხოვრებელ ბინაში მოხუცი და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი მერიის მიერ ბლოგერების ჩამოყვანას აფასებს და არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

ლევან ხაბეიშვილი მერიის მიერ ბლოგერების ჩამოყვანას აფასებს და არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

News 20 მარ 2019
გიორგი ჭანტურიას და გამორიცხავს მისი ძმის კავშირს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში

გიორგი ჭანტურიას და გამორიცხავს მისი ძმის კავშირს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში

17 იან 2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ოზურგეთში ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ოზურგეთში ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე

11 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

  • რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

    რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

  • კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

    კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

  • ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

    ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge