პირველკურსელი ტუდენტების გამოგონება RehabGlove – საქართველოში საუკეთესო სტარტაპად აღიარეს. ახალგაზრდა გამომგონებლები Seedstars -ის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 2018 წლის აპრილი გაიმართება. Seedstars საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დამწყები სტარტაპერების განვითარებას უწყობს ხელს.
RehabGlove – პირველკურსელი სტუდენტების: გიორგი ცხოვრებაძის, გიორგი სხირტლაძის, ლუკა ცხოვრებაძისა და ნიკა ჯებირაშვილის მიერ შექმნილი რევოლუციური გამოგონება, რომელიც ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი. როგორც თავად შემქმნელები საუბრობენ, გამოგონება ფაქტობრივად ოცჯერ აიაფებს ინსულტის სარეაბილიტაციო ხარჯებს. ხელთათმანი ვირტუალურ რეალობაში აერთიანებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თერაპიებს. როდესაც პაციენტს საერთოდ არ აქვს ხელის მოძრაობის უნარი, ვიწყებთ სარკის თერაპიის პრინციპზე დაფუძნებული ტექნოლოგიით მუშაობას – პაციენტი იკეთებს ხელთათმანებს და ჯანმრთელი ხელით ვირტუალურ რეალობაში თამაშობს სპეციალურ თამაშს. ხელთათმანი აღიქვამს ჯანმრთელი ხელის მოძრაობებს და იმავე მოძრაობებს ამეორებინებს დაზიანებულ ხელსაც. შემდეგ საფეხურზე, როდესაც შედარებით გაუმჯობესდება დაზიანებული ხელის მდგომარეობა, ხელთათმანი შეამცირებს ავტომატურ მოძრაობას, პაციენტს ნაკლებად დაეხმარება ხელის მოხრასა და სხვადასხვა მოძრაობების შესრულებაში და აიძულებს მას გამოიყენოს მეტი ძალა, რაც საბოლოოდ დაეხმარება პაციენტს, აღიდგინოს ხელის მოძრაობის ძველი უნარი.
ქართველი სტარტაპერები გასულ წელს მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე Global Mobile Challenge-ზე, სადაც Grand Final-ში, ანუ 2 500-ზე მეტ სტარტაპს შორის ათეულში მოხვდნენ. ასევე ამავე წელს, გერმანიაში ჯეიკობსის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის ფინალისტები იყვნენ.
კომენტარები