NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

19 სექ 2017 ახალი ამბები, სამართალი 329 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა,  ტარებისთვის ბრალდებული, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დ.ფ. ნაცნობებთან ერთად ,,ტოიოტა რავ 4″ მარკის ავტომობილით  იმყოფებოდა თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა ,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასთან ერთად. აღნიშნული ცნობილი გახდა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და  კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაიგეგმა. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  უზრუნველყვეს აღნიშნული ავტომობილის შეჩერება და მასში მსხდომებს წარუდგნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. დ.ფ.-მ,  მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, მიმალვის და პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ავტომობილიდან გადმოუსვლელად ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით განახორციელა რამდენიმე დამიზნებითი გასროლა,  შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხევში გადახტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დ.ფ. იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი საბრძოლო მასალა – ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა ამოიღეს. დ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა,  ტარება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სასამართლო საქალაქო სასამართლო 2017-09-19
Tags თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სასამართლო საქალაქო სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გორში, გორიჯვრის ფერდობზე ხანძარია

შემდეგი სტატია

დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა იხსნება

მსგავსი სტატიები

ჩემი მიზანია, უფრო კვალიფიციური შეკითხვების პასუხები მქონდეს – რომან კაკულია ქობულიას შეკითხვებს დაუსვამს

ჩემი მიზანია, უფრო კვალიფიციური შეკითხვების პასუხები მქონდეს – რომან კაკულია ქობულიას შეკითხვებს დაუსვამს

13 თებ 2019
ილონ მასკის “ტესლა” ცურვას “ისწავლის”

ილონ მასკის “ტესლა” ცურვას “ისწავლის”

მაია ბარძიმაშვილი 23 აპრ 2020
საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე – არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული

საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე – არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული

სოსო ელისაშვილი 01 მაი 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკი 4B-ს მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს

    საქართველოს ბანკი 4B-ს მომხმარებელს ახალ ბარათს სთავაზობს

  • სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში

    სტრასბურგის საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეხმარება ჰააგის სასამართლოში პოზიციების უკეთ დაცვაში

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge