NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საიდუმლო ადგილები რომლებიც აქამდე არ ვიცოდით

საიდუმლო ადგილები რომლებიც აქამდე არ ვიცოდით

19 სექ 2017 ახალი ამბები 2566 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხშირად გვგონია, რომ მსოფლიოს ცნობილი ადგილების შესახებ ყველაფერი ვიცით. თუმცა ხშირად მათ “საიდუმლოებებიც” აქვთ. პარიზის ეიფელის კოშკი, ნიუ იორკის “თავისუფლების ქანდაკება” და სხვა ცნობილი ადგილები, გარკვეული იდუმალებითაც გამოირჩევიან. არსებობს ადგილები, რომელთა შესახებ ბევრმა თქვენგანმა არაფერი იცის, ასევე, არის კონკრეტული ოთახები, რომლებიც წლებია დახურულია და ის სტუმრებს აღარ ღებულობს.

 

 

  • გუსტავ ეიფელის აპარტამენტი ეიფელის კოშკში, პარიზი

ეიფელის კოშკის მესამე სართულზე, გუსტავ ეიფელის საიდუმლო ოთახი არსებობდა. ეს ოთახი შეხვედრებისთვის იყო განკუთვნილი. ამჯერად ოთახი ღიაა ვიზიტორებისათვის.
  •  მიტოვებული შენობა ტაიმზ-სკვერზე, ნიუ იორკი

შენობა, რომელიც ფოტოზეა აღნიშნული, ნიუ იორკის ცენტრს დიდი ხანია ამშვენებს. მასზე დიდი ზომის ბანერებს შენიშნავთ. გგონიათ, რომ შენობაში სიცოცხლე დუღს, სინამდვილეში, ცათამბრჯენი დიდი ხანია მიტოვებულია.
  • მიტოვებული მეტროსადგური ნიუ იორკში – City Hall

მეტროსადგური City Hall 1904-დან 1945 წლებში მუშაობდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ნიუ იორკის მეტროსადგურმა ახალი მატარებლები შეიძინა, რომელთა სიგრძე ძველ მეტროსადგურს აღარ მოერგო. მას შემდეგ City Hall უფუნქციოდაა დარჩენილი.
  • რაშმორის მთა და მისი საიდუმლო განყოფილება
 
რაშმორის მთაზე, სადაც პრეზიდენტების სკულპტურებია გამოსახული საიდუმლო ოთახია განთავსებული. ოთახში მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტია შენახული, მათ შორის, აშშ-ის თავისუფლების დეკლარაცია.
  • საიდუმლო ციხე დოჟების სასახლეში, ვენეცია

დოჟების სასახლეში განთავსებულია საიდუმლო ციხე. ეს იყო ციხე, საიდანაც არცერთი პატიმარი არ გაქცეულა.
  • ლას ვეგასის ტუნელების სისტემა, აშშ

ლას-ვეგასის ფართო ტუნელების სისტემა მრავალ საიდუმლო ოთახს ინახავს. ქალაქის მთავარი გასართობი ქუჩის ქვეშ განთავსებულია უსახლკაროთა თავშესაფარი. აქ თქვენ ადამიანებს, ავეჯს და ტანსაცმელს იპოვით.
  • ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, ნიუ იორკი

ემპაირ სტეიტ ბილდინგში ლიფტი 102-ე სართულამდე ადის. სინამდვილეში არსებობს 103-ე სართულიც, სადაც მცირე ზომის აივანიანი ოთახია განთავსებული. აქ შესვლა მხოლოდ თანამშრომლებსა და VIP სტუმრებს შეუძლიათ.
  • კარდინალ ბიბიენას სააბაზანო, პაპის აპარტამენტები, ვატიკანი

კარდინან ბიბიენას სააბაზანო, რომელიც 1516 წელს რაფაელ სანტიმ დააპროექტა. ამჟამად აბაზანამ ფორმა იცვალა და ის მისაღები ოთახია, სადაც რომის პაპი მსოფლიო ლიდერებს ხვდება.
  • კონკიას სასახლე, დისნეის სამყარო, აშშ

ეს ოთახი მსოფლიოს ძვირადღირებული სასტუმროს ნომერს მოგაგონებთ, მაგრამ მისი დაჯავშნა დიდძალი თანხითაც არ შეგიძლიათ. წელიწადში ერთხელ “დისენის სამყარო” ლატარიის ბილეთს ათამაშებს, რომლის გამარჯვებულიც, ერთი ღამით, ოთახის სტუმარი ხდება.
  • თავისუფლების ქანდაკების ლამპარი, აშშ

1916 წლამდე “თავისუფლების ქანდაკების” ლამპრის აივანზე გასვლის შესაძლებლობა ყველა ტურისტს ჰქონდა. წლებია ის დახურულია, მიუხედავად იმისა, რომ 1986 წელს მისი ჩანაცვლება მოხდა.
  • ბოროტი სულის მღვიმე, ნიაგარას ჩანჩქერი, კანადა

ნიაგარას ჩანჩქერის ქვემოთ “ბოროტი სულის” მღვიმე მდებარეობს. ინდური ლეგენდის თანახმად, ვინც ამ მღვიმეს ეწვევა უბედური იქნება.

კომენტარები

ადგილები აქამდე ეიფელის კოშკი მსოფლიო საიდუმლო 2017-09-19
Tags ადგილები აქამდე ეიფელის კოშკი მსოფლიო საიდუმლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევროპულმა საქართველომ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

შემდეგი სტატია

ირანის პრეზიდენტის თქმით თუ ტრამპი ირანთან შეთანხმებას გააუქმებს, აშშ-ის მიმართ ნდობას ყველა დაკარგავს

მსგავსი სტატიები

„თუ მე რამე შემემთხვევა, 4 ჟურნალისტს უკვე გადაგზავნილი აქვს შავი მასალა“

„თუ მე რამე შემემთხვევა, 4 ჟურნალისტს უკვე გადაგზავნილი აქვს შავი მასალა“

სოსო ელისაშვილი 08 თებ 2018
„თერგის“ ბაზრობიდან მოვაჭრეები ნივთების გამოტანას ცდილობენ

„თერგის“ ბაზრობიდან მოვაჭრეები ნივთების გამოტანას ცდილობენ

27 თებ 2018
ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

09 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“

  • დღე ისტორიაში – 21 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 21 სექტემბერი

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge