ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი პროფესიული მოკრივე ხდება. 38 წლის ფეხბურთელმა პროფესიულ კარიერას თავი ორი წლის წინ დაანება, ამ ორი წლის განმავლობაში ფერდინანდი აქტიურად ვარჯიშობდა კრივში და მისი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოებს სისტემატურად დებდა სოციალურ ქსელში. ფერდინანდის მწვრთნელი გამოცდილი რიჩი ვუდჰოლი იქნება.
რიჩი ვუდჰოლის განცხადებით, ფერდინანდს ყველა ის თვისება და მონაცემი აქვს, რაც კარგ მოკრივეს სჭირდება. მწვრთნელმა მის სიმაღლეზე, სისხარტეზე, ძლიერ დარტყმასა და ენთუზიაზმზე გააკეთა აქცენტი და ფერდინანდს წარმატებული კარიერა უწინასწარმეტყველა.
ფერდინანდი კარიერის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს, თუ რიომ მისი საფეხბურთო კარიერის დროინდელი წონა(87კილო) შეინარჩუნა, მას ზემსუბუქ წონით კატეგორიაში მოუწევს ასპარეზობა, რომელშიც 2014 წლიდან ბრიტანეთის ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობს 37 წლის ოვილ მაკენზი.
კომენტარები