ბეჟან გუნავას დაკავების შემდეგ, რუსთაველზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი გამოჩნდა, მან პოლიციელებს ბანერების დაბრუნება მოსთხოვა და ამისათვის მათ ნახევარი საათი მისცა. ალიანსის ლიდერსა და სამართალდამცველებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა.
პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ბეჟან გუნავა დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს. ალიანსის მოშიმშილე წევრებს რუსთაველის მოედანზე ბანერების დადგმა სურდათ, თუმა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა და ბანერები ჩამოართვა.
ბეჟან გუნავა პოლიციისთვის ბანარების წართმევას შეეცადა, რის გამოც ის პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.
კომენტარები