NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

19 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 703 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაფიქსირდეს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების შეფასებით, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაში საქართველოს აღსანიშნავი პროგრესი აქვს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებების არსი და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობა. ევროპარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თაობაზე ქართული მხარის პოზიციით.

„ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შეინიშნება. ამ მხრივ აღსანიშნავია წლევანდელი განსაკუთრებული მოვლენა ვიზალიბერალიზაციის სახით, ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ენერგეტიკულ სექტორში. დღევანდელი შეხვედრა, გარდა ამ საკითხებისა, შეეხო მიმდინარე რეფორმებს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე და ასევე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ევროპარლამენტარებმა დააყენეს, ეს იყო ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა პოლიტიკურ პროცესებში”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისა და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით იქნა მიღწეული. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და  ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან ამჟამად მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირი-საქათველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ საჯად კარიმმა.

შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

ევროპარლამენტი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე 2017-09-19
Tags ევროპარლამენტი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დასავლეთი 2017“-ის ფარგლებში რუსულმა ვერტმფრენებმა მაყურებელს გაუხსნეს ცეცხლი

შემდეგი სტატია

შსს-მ და ცესკომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

მსგავსი სტატიები

შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ

შალვა თადუმაძე და ზაზა თავაძე არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, არამედ ჩვეულებრივი მოსამართლის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ

ირაკლი შალიკაშვილი 21 ოქტ 2019
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

ირაკლი შალიკაშვილი 25 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

  • ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

    ნენსი პელოსი: კანონზე მაღლა ყოფილი პრეზიდენტიც კი არ დგას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge