NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას კახა კალაძეც მიიღებს

თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას კახა კალაძეც მიიღებს

19 სექ 2017 მნიშვნელოვანი, საზოგადოება 354 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდანაც შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას.

როგორც კალაძემ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა, შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო დონის ფეხბურთელები მიიღებენ.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ, რაც სასიამოვნო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე და შევქმენი, ამ სპორტის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე, საქართველში ჩამოვლენ და საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მსოფლიო დონის ბევრი ფეხბურთელი ჩამოვა, რაც მისასალმებელი ფაქტია.

„ამ ადამიანებთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ათი წლის განმავლობაში თანაგუნდელები ვიყავით და ერთად მივაღწიეთ იმ დიდ გამარჯვებებს, რაც მილანში გვქონდა. ამიტომ, დავუკავშირდი ამ ადამიანებს. მხოლოდ ეს იყო ჩემი ფუნქცია“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

კითხვაზე – იქნება თუ არა აღნიშნული საქველმოქმედო მატჩი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, კალაძე აცხადებს, რომ კანონდებლობით მას ამის უფლება არ აქვს. შესაბამისად, ის საარჩევნო კამპანიას არანაირად არ უკავშირდება.

საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით, თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. ერთმანეთს მასპინძელი – GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება.

კომენტარები

კალაძე კახა კალაძე მატჩი საქველმოქმედო კამპანია 2017-09-19
Tags კალაძე კახა კალაძე მატჩი საქველმოქმედო კამპანია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღეს გალში ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის გადმოცემას მოითხოვს

შემდეგი სტატია

გორისჯვრის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

მსგავსი სტატიები

„ჯაჯანიძეებში, ნანუკებში, მაიებში და ა.შ. ნუ ვივლით მეგობრებო“

28 ოქტ 2017
„აშშ გმობს მცოცავ ოკუპაციას, ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“

„აშშ გმობს მცოცავ ოკუპაციას, ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“

სოსო ელისაშვილი 08 აგვ 2017
“მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები უმოკლეს დროში დაბრუნდნენ საქართველოში!“

“მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები უმოკლეს დროში დაბრუნდნენ საქართველოში!“

ნინო ჩხეიძე 29 მარ 2020

უახლესი ამბები

  • გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

    გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

  • ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

    ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

  • ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

    ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

  • თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

    თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

  • თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

    თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

  • მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

    მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

  • თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

    თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

  • 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

    16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge