დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა შარშან საოკუპაციო ხაზთან მოკლული ქართველი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის ქართული სახელმწიფოსთვის გადმოცემა იქნება. შეხვედრაზე განხილული იქნება სხვა პრობლემატური საკითხებიც.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა, წარმოადგენს ფორმატს, რომლის ფარგლებშიც რეგულარულ საფუძველზე განიხილება ოკუპირებულ რეგიონებთან არსებული უსაფრთხოების საკითხები.
კომენტარები