„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, კომეტარები იმ დეპუტატებმა გაკეთეს, რომლებიც 9 კაციან სიაში მოხვდნენ. „ქართული ოცნების“ გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი ლომია აცხადებენ, რომ ისინი არცერთ კომპანიაში არ იკავებენ დირექტორის თანამდებობას და მათთვის გაუგებარია, რატომ მოხვდა ამ ანგარიშში მათი გვარები.
„კერძო ბიზნესი რომ მაქვს, შევიტანე დეკლარაციაში, იქ აღარ ვმუშაობ, დავტოვე ჩემი პოსტი და წამოვედი პარლამენტში. მე იქ წილი მაქვს, თანამშრომელი აღარ ვარ“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.
პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ახალ ანგარიშში წერია.
კომენტარები