„ქართუ ბანკის“ შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მას პოლიციელმა სახეში ხელი გაარტყა.
„ჩემ თანამებრძოლს, რომელიც იდგა პოლიციელების პირისპირ, ვესაუბრებოდი, ამ დროს მოვიდა სრულიად არაადამიანი, პოლიციელი, ბიძინა ივანიშვილის მონა, ალბათ სახეზე ვეცნე და გადაწყვიტა, ჩემთვის სახეში ხელი გაერტყა. მოგეხსენებათ, სახეში ხელის გარტყმა ასეთ აქციაზე არამიზანშეწონილია. მე არ გახლავართ პატარა ბავშვი, ხულიგანი“,-განაცხადა დათუკიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართუ ბანკთან“ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები „ქართუ ბანკს“ ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.
კომენტარები