ევროკავშირი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში კონსენსუსზე დაფუძნებულ დიალოგს, ამის შესახებ ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ისაუბრა.
„ბოლო არჩევნების შედეგად, ერთ პარტიას აქვს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენ უნდა დავინახოთ, რამდენად ახერხებს საქართველო ამ პირობებში რეფორმების გატარებას და ასევე რამდენად ხდება ქვეყანაში დემოკრატიის გაფორმება. ამ პროცესში საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს დახმარებას, თუმცა არ უნდა იყოს სიურპრიზი ის, რომ ევროკავშირი დეტალურად აკვირდება და სწავლობს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესში კონსენსუსზე დაფუძნებულ დიალოგს“,-განაცხადა ჰერმანმა.
კომენტარები