სიენენის ინფორმაციით, ამერიკელი სამართალდამცავები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელ პოლ მანაფორტს უსმენდნენ. როგორც ირკვევა, ფედერალური გამოძიების ბიუროს სამმა ინფორმატორმა სხვადასხვა დროს შეატყობინა მანაფორტის საქმიანობის შესახებ. მათი ინფორმაციით. მანაფორტი აქეზებდა რუსულ სპეცსამსახურებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ჩასართველად.
მანაფორტი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ის სრულიად უდანაშაულოა. ამერიკის ძალოვან უწყებებს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე რუსული სპეცსამსახურების მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას რობერტ მიულერის სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილი გუნდი იძიებს.
კომენტარები