ქარიშხალ „ირმას“ დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა კარიბის ზღვის ქვეყნებზე, თუმცა განსაკუთრებით ფატალური აღმოჩნდა სტიქიის შედეგები კუნძულ ბარბუდას მკვიდრთათვის. ბარბუდას და ანტიგუას კუნძულების სახელმწიფომ 1981 წელს სუვერენიტეტი მოიპოვა. ეს კუნძულები პუერტო რიკოს მეზობლად მდებარეობს და მათზე დაახლოებით 300 000 კაცი ცხოვრობს. ქარიშხალ ირმას შემდგომ ბარბუდას კუნძულის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა, იყო მსხვერპლიც. სტიქიის შემდგომ კუნძულის 2 000 მაცხოვრებლისთვის შეუძლებელი გახდა ბარბუდაში ცხოვრება, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არ ქონის გამო. დღესდღეობით კუნძული ბარბუდა მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან, მათმა უმეტესმა ნაწილმა თავი ანტიგუას კუნძულს შეაფარა.
რობერტ დე ნირომ და სხვა ჰოლივუდის ცნობილმა სახეებმა უკვე წამოაყენეს საქველმოქმედო ინიციატივა არცთუ ისე მდიდარ ბარბუდას კუნძულისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად.
კომენტარები