NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მაკდონალდს საქართველო“ ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა

„მაკდონალდს საქართველო“ ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა

18 სექ 2017 ახალი ამბები, ბიზნესი 1082 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

13 სექტემბერს ევროკავშირის პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების და ლობირების“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც „მაკდონალდს საქართველო“ 2017 წლის შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსით დააჯილდოვეს.

„მაკდონალდსი“ საქართველოში ახალგაზრდების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. კომპანიამ ქართულ ბაზარზე 90-იან წლებში დაიწყო ოპერირება და დასაქმების სრულიად ახალი სტანდარტები დააწესა:

  • „მაკდონალდსი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სასურველ სამუშაო გრაფიკს და საათობრივ ანაზღაურებას სთავაზობს — დღევანდელი მონაცემებით კომპანიაში 1000-მდე 20-22 წლის ახალგაზრდაა დასაქმებული; ღამის ცვლაში, ზედმეტ საათებზე და დღესასწაულებზე გაზრდილი სახელფასო მაჩვენებელი კი 20-50%-ია.
  • „მაკდონალდსის“ მენეჯმენტის 70% დამწყები საფეხურიდან აღზრდილი კადრებითაა დაკომპლექტებული: კომპანია ახალგაზრდა თანამშრომლებს მენეჯმენტის საერთაშორისო კურსების და მუდმივი გადამზადების გზით რეალურ შანსს აძლევს, მმართველ პოზიციებზე დაწინაურდნენ; შედეგად, მაღალი რგოლის მენეჯერების უდიდესი წილი სწორედ საკუთარი მუშაობის ხარისხით, პრაქტიკით, უნარ-ჩვევებით და მუდმივი სწავლების დამსახურებით გაზრდილ კადრებზე მოდის.
  • „მაკდონალდსი“ ახალგაზრდებს დასაქმების შანსს ყოველგვარი გამოცდილების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარეშე აძლევს, მათ განვითარებას კი თავად უზრუნველყოფს: მენეჯერებს პერიოდულად რესტორნების მართვის საერთაშორისო მენეჯმენტის განხრით გადამზადების საშუალება ეძლევათ.

საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა, დღეს კი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში 12 ობიექტითაა წარმოდგენილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სულ მალე „მაკდონალდსის“ რიგით მე-13 ობიექტი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნება.

კომენტარები

მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსი შშმ პირები 2017-09-18
Tags მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსი შშმ პირები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკი ჰეილი: „გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანთან მიმართებით ყველა დიპლომატიური საშუალება ამოწურა“

შემდეგი სტატია

NARCOS-ის ერთ-ერთი პროდიუსერი მოკლეს

მსგავსი სტატიები

საქართველოს პარალამენტის დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარალამენტის დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

სოსო ელისაშვილი 01 მარ 2018
საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

22 ივნ 2018

“აქტიური კონსულტაციები არ დაწყებულა” – კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

  • გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

    გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

    ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge