ცნობილი მხატვრის ბენქსის ახალი გრაფიტი, ლონდონის ცენტრში გამოჩნდა. ნახატები კულტურული ცენტრის ბარბიკანის კედლებს ამშვენებს.
ბარბიკანში, ამ კვირას, ამერიკელი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას ნახატების გამოფენაა. მხატვარი 1988 წელს, 27 წლისა გადაჭარბებული ნარკოტიკული დოზის მიღების შემდეგ გარდაიცვალა. თავის Instagram-ზე ბენქსიმ მისი ნამუშევრები გამოფენასთან “არაოიფიციალურ კოლაბორაციად” დაახასიათა.
ბენქსიმ პირველი გრაფიტი 1990-იან წლებში დახატა. მისი ვინაობა ყოველთვის საიდუმლოებით იყო მოცული. 2016 წელს ინგლისელმა ჟურნალისტმა ქრეიგ უილიამსმა ბენკსის ვინაობის დასადგენად ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. შედეგად, ჟურნალისტი მივიდა დასკვნამდე, რომ ბენქსის ნახატები იმ ქალაქებში ჩნდებოდა, სადაც მოცემულ მომენტში Massive Attack-ის კონცერტები იმართებოდა.
არის თუ არა ბენქსი რობერტ დელ ნაია, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ბევრს სწორედ ის ჰგონია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გამოუცნობი გრაფიტისტი.





კომენტარები