პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით კომენტარი „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა გააკეთა. მისი განცხადებით, კანონის მიხედვით შესაძლებელია ჰკითხონ შემომწირველებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს არ ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული.
„ის რომ შემოწირულობებთან დაკავშირებით კანონის მიხედვით შესაძლებელია ჰკითხონ შემომწირველებს და ეს პროცედურები არსებობს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. მთავარია, რომ ამ ყველაფერს არ ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული და არ ხდებოდეს ადამიანების დაშინება ან სხვა რამ, რისი მოწმენიც ჩვენ არაერთხელ ვიყავით ხელისუფლების პირობებში“,-განაცხადა წერეთელმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველების გამოკითხვას დღეიდან დაიწყება და ერთი კვირას გასტანს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, გამოკითხვაზე 14 შემომწირველია დაბარებული.
კომენტარები