NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს

18 სექ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 466 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა კომიტეტს „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ” კონვენციასთან შეერთების თაობაზე სარატიფიკაციო დოკუმენტი გააცნო.

მისი ინფორმაციით, კონვენცია 1986 წელს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ კონფერენციაზე იქნა მიღებული და იგი უკვე 112 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული. კონვენციის მიზანს ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში საერთაშორისო დახმარების და მხარდაჭერის საკითხების მოწესრიგება წარმოადგენს.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სარატიფიკაციოდ მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომიტეტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა საქართველოში რადიაციული ნარჩენების მართვის თაობაზე დახურულ რეჟიმში კომიტეტის სპეციალური სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომიტეტისთვის საინტერესო იქნება კრიზისების მართვის სააგენტოს, გარემოს დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოსაზრებების გაცნობა. კობა ნარჩემაშვილის ინიციატივას კომიტეტის წევრებიც დაეთანხმნენ.

სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ” შეთანხმებაც განიხილეს. მომხსენებლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნანა ბერიძის ინფორმაციით, მთავრობათაშორისი ხელშეკრულება 2017 წლის 9 მაისს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტისას გაფორმდა და იგი თავისი შინაარსით ჩარჩო ხელშეკრულებას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ანალოგიური შეთანხმება საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირის და რეგიონის სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება.

სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ კომიტეტის წევრებს ვეტერანთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მის მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვერსიაზე რეკომენდაციების და მოსაზრებების გამოთქმა და აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაზე თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები

თავდაცვა კომიტეტი ომიტეტის წევრები სხდომა უშიშროება 2017-09-18
Tags თავდაცვა კომიტეტი ომიტეტის წევრები სხდომა უშიშროება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახიანი: აუდიტის სამსახური დღეს არის დამოუკიდებელი

შემდეგი სტატია

ვოლსკი: სოფლად ბავშვებს ხელში ხშირად შეამჩნევთ „ქართული ოცნების“ დროშას

მსგავსი სტატიები

„მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს…“

14 ნოე 2017
დავით ჭიჭინაძე: …დღეს კი, „ოცნების“ ლიდერები უკვე სენატორებს აყენებენ შეურაცხყოფას

დავით ჭიჭინაძე: …დღეს კი, „ოცნების“ ლიდერები უკვე სენატორებს აყენებენ შეურაცხყოფას

ნინო ჩხეიძე 27 მარ 2021

გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

24 სექ 2017

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge