NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო  წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო  წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს

18 სექ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 1686 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო  წამლობა გურიის რეგიონში მიმდინარეობს. ავიაციის გამოყენებით ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 5 ათასამდე საყანე ფართობებისა და დიდი მასივების დამუშავება იგეგმება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ავიაციის პარალელურად, ისევე, როგორც სამეგრელოსა და იმერეთში, გურიის რეგიონში მუშაობს  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა, რომელიც დასავლეთ საქართველოშია მობილიზებული. თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით მავნებლის საწინააღმდეგოდ იწამლება ის ფართობები, სადაც ავიაციის გამოყენება შეუძლებელია.

გურიის რეგიონში მიმდინარე საავიაციო წამლობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრნენ.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და გატარებული სამუშაოების შედეგად მავნებლის გეოგრაფია არ გაზრდილა და არსებულ საზღვრებში ლოკალიზება მოხერხდა. მავნებლის პოპულაციის შემცირების მიზნით ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.

“გურიაში ავიაციის გამოყენებით იწამლება საყანე ფართობები და პარალელურად გაგრძელდება ის ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარეობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მავნებლის პოპულაცია შევამციროთ. ასევე მოვუწოდებთ მოსახლეობას ჩართულობისკენ. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში,  გურიაში 17 ათას ჰექტარზე მეტი  ფართობია  შეწამლული,“ – განაცხადა გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

სურსათის საავიაციო შეწამვლითი სამუშაოები დადგენილი წესების სრული დაცვით ტარდება.

კომენტარები

ავაიაცია აზიური ფაროსანა გურია ზურაბ ჩეკურიშვილი იმერეთი ლანჩხუთი მერაბ ჭანუყვაძე ოზურგეთი სამეგრელო სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტო ფართობი წამლობა 2017-09-18
Tags ავაიაცია აზიური ფაროსანა გურია ზურაბ ჩეკურიშვილი იმერეთი ლანჩხუთი მერაბ ჭანუყვაძე ოზურგეთი სამეგრელო სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტო ფართობი წამლობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ამერიკაში პოლიციამ ლგბტ სტუდენტი მოკლა

შემდეგი სტატია

ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში გაემგზავრა

მსგავსი სტატიები

აშშ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებულია

აშშ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებულია

28 თებ 2018
ზუგდიდში გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება

ზუგდიდში გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება

02 თებ 2018
ქუმსიშვილი: ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები

ქუმსიშვილი: ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge