NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში”

“მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში”

17 სექ 2017 ახალი ამბები, კულტურა 517 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 20 წლისთავს ეძღვნება სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია “მედეა მსოფლიოს მხატვრულ კულტურაში, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ” გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საბერძნეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციაში 60-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს ხუთი კონტინენტის 13 ქვეყნიდან (საქართველო,საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ლიტვა, აშშ, ავსტრალია, ბრაზილია, რუსეთი).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით კონფერენცია, რომელსაც დღეს მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან მასშტაბურია აქ მოწვეულნი არიან სამეცნიერო წრის წარმომადგენლები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, სადაც ბევრი საინტერესო მოხსენებაა წარმოდგენილი: „ჩვენი პოზიცირება ანტიკურ სამყაროსთან და ზოგადად ევროპასთან ალბათ იწყება მითოლოგიით, მედეას სახით და ეს არის წერტილი საიდანაც ვიწყებთ დღევანდელ მუშაობას.“

„მინდა აღვნიშნო, რომ  დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია და მედეას შესახებ არის, მედეა  კი ისტორიულად აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს – საბერძნეთსა და საქართველოს და ეს კავშირი დღემდე გრძელდება“ – განაცხადა საბერძნეთის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

კონფერენციის პარალელურად ტარდება გამოფენები  „ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობები“, „მედეა ქართულ მხატვრობაში“, ფოტოგამოფენა „მედეა ქართულ სცენაზე“, ასევე 20 წლის განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  მიმართულებით გამოცემული წიგნების ექსპოზიცია.

გამოფენა „მედეა ქართულ მხატვრობაში“ წარმოგვიდგენს ცნობილი ქართველი მხატვრების, მოქანდაკეებისა და კერამიკოსების მედეას თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს. გამოიფინება მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ბერძენიშვილის, გია ბუღაძის, ანტონ ბალანჩივაძის, მარიკა იზორიას, ნინო ზაალიშვილის, ანა მღებრიშვილის, კახაბერ ტატიშვილის, გურანდა ქლიბაძის, გიორგი შხვაცაბაიას, გია ჯაფარიძის ნამუშევრები. მოქანდაკე გია ჯაფარიძემ ამ კონფერენციისთვის შექმნა მედეას ქანდაკება, ხოლო გიორგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე ბალეტმა ასევე საგანგებოდ აღადგინა გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურა (კომპოზიტორი: ი. კეჭაყმაძე).

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კოლხი მედეა მედეა 2017-09-17
Tags კოლხი მედეა მედეა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

20 დეკ 2018
„ეს არის ჩვენი ყოფის სამწუხარო და ტრაგიკული ყოველდღიურობა“

„ეს არის ჩვენი ყოფის სამწუხარო და ტრაგიკული ყოველდღიურობა“

26 თებ 2018
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს გმობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს გმობს

27 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge