NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო წარმოებაში სისტემურ ცვლილებებს გეგმავს

იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო წარმოებაში სისტემურ ცვლილებებს გეგმავს

17 სექ 2017 მნიშვნელოვანი 699 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორ შეიქმნას თანამედროვე სააღსრულებო სისტემა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური და ევროპულ სტანდარტებზე კიდევ მეტად მორგებული იქნება − ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებსა და აღსრულების პოლიციელებთან გამართა. თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და აღსრულების პოლიციელებს  ახალი სააღსრულებო კოდექსის ნოვაციები გააცნო. მინისტრის განცხადებით, დროა, საქართველოს სააღსრულებო პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწოს და ის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს კიდევ მეტად მოერგოს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება.

სააღსრულებო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი ახალ პროექტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს და ის შემდგომი საჯარო განხილვებისთვის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პროფესიულ ჯგუფებს წარედგინება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრთან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და მიხეილ სარჯველაძე; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და აღმასრულებლები და აღსრულების პოლიციელები ყველა ტერიტორიული ბიუროდან საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

იუსტიციის მინისტრი 2017-09-17
Tags იუსტიციის მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ანტალიაში ავარიის დროს გარდაცვლილთა შორის ქართველები არ არიან

შემდეგი სტატია

5 საუკეთესო აპლიკაცია ფოტოებისთვის

მსგავსი სტატიები

გუდაურში ძაბვის ვარდნა და ადამიანური შეცდომა – „ბიურო ვერიტასის“ პირველადი დასკვნა

გუდაურში ძაბვის ვარდნა და ადამიანური შეცდომა – „ბიურო ვერიტასის“ პირველადი დასკვნა

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018
„ქართველი ჯარისკაცი, რომელიც საერთაშორისო მისიებში მსახურობდა, სამწუხაროდ გაიტაცეს და მოკლეს“

„ქართველი ჯარისკაცი, რომელიც საერთაშორისო მისიებში მსახურობდა, სამწუხაროდ გაიტაცეს და მოკლეს“

23 თებ 2018

ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი მხარდაჭერას ვერ მიიღებს

20 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge