ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა კინოკარიერაში პაუზა აიღო. მისი თქმით, უახლოეს ორ წელიწადში ფილმებში გადაღებას აღარ აპირებს. ამის შესახებ Time წერს.
კითხვაზე, ამ ხნის განმავლობაში რის გაკეთებას აპირებს, ლოურენსმა უპასუხა, რომ წარმოდგენა არ აქვს. „თიხის ჭურჭელს გავაკეთებ და ცოტას დავისვენებ,“- განაცხადა მსახიობმა. მან დასძინა, რომ საზოგადოებაში 6 თვის შემდეგ გამოჩნდება, როდესაც მისი მონაწილეობით ფილმის პრემიერა გაიმართება.
Do you think about taking a break? –@savannahguthrie
“I’m taking one. I don’t have anything set for 2 years.” –Jennifer Lawrence pic.twitter.com/zo987pOldt— TODAY (@TODAYshow) September 14, 2017
ჯენიფერ ლოურენმა პოპულარობა მოიპოვა ფილმებით „შიმშილის თამაშები“ და „იქს ადამიანები“. მან ოსკარი მიიღო ფილმში „ჩემი შეყვარებული გიჟია“ შესრულებული როლისთვის.
კომენტარები