ჩინეთში iPhone X-ის არასასურველი განბლოკვისგან დასაცავად სპეციალური ნიღბები იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Verge-ი ავრცელებს.ჩინელი გამომგონებლები iPhone X-ის მფლობელებს სპეციალურ ნიღბებს სთავაზობენ. მოხმარების წესი შემდეგია: ახალი სმარტფონის მფლობელმა ნიღაბი ძილის დროს უნდა გაიკეთოს, რათა უცხომ (მეორე პირს) მისი მძინარე სახის მეშვეობით iPhone X-ის განბლოკვა ვერ შეძლოს.
.@ScottAdamsSays Who could have guessed that a Gimp mask would become a cyber security tool?! | https://t.co/i0AFHaoHwf via @Verge
— CyberDurden (@CyberDurden) September 15, 2017
ნიღბის ფასი 5 დოლარიდან 15 დოლარამდე მერყეობს და ის უკვე გაყიდვაშია.Apple-მა iPhone 8, 8 Plus-ი და iPhone X 12 სექტემბერს წარადგინა iPhone X-ის ერთ-ერთი განსაკუთრებულება სახის ამოცნობის ტექნოლოგიაა. კომპანიის მტკიცებით, ეს დაცვის საუკეთესო საშუალებაა და iPhone X-ის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, Face ID-ის დახმარებით შესაძლებელია გადახდების განხორციელება, რადგან მას Apple Pay-ის მხარდაჭერა აქვს.
კომენტარები